ფონდის შესახებ

 

„გიგოს ფონდი“ შექმნილია საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის მიერ რომლის დაარსების იდეა  გიგო შიუკაშვილს ეკუთვნის.

მიგვაჩნია, რომ დაუნის სინდრომის ადამიანების პოტენციალის ზრდისა და საზოგადოებაში ღირსეული ადგილის დამკვიდრების ერთ-ერთი კარგი საშუალება, მრავალფეროვანი პერსპექტივებისა და რესურსების გასაერთიანებლად არის პარტნიორული ურთიერთობების უზრუნველყოფა ცალკეულ პირებს, ბიზნესებს, არასამთავრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის. ეს მოგვცემს საშუალებას მარტივად გავუმკლავდეთ შემთხვევებს იმ კრიტიკული საკითხების გადაწყვეტისას, რომლებიც გავლენას ახდენენ დსმ ადამიანების ცხოვრებაზე და საზოგადოებაზე.

 

ვფოკუსირდეთ შესაძლებლობებზე. ქველმოქმედებაში არ არსებობს ბევრი თუ ცოტა, მთავარია მონაწილეობა, რომელიც ყოველთვის შედეგის მომტანია.

 

ქველმოქმედების გაწევა შესაძლებელია როგორც ცალკეული პირის საჭიროების დასაფინანსებლად ერთჯერადად ან გარკვეული პერიოდით, ასევე დონაციის სახით, სხვადასხვა ქველმოქმედების განსახორციელებლად.

 

ფონდი იღებს ვალდებულებას ორგანიზება გაუწიოს თქვენს მიერ გაკეთებული შემოწირულობის მიზნობრივ გადანაწილებას და საჭიროებების პრიორიტეტულობის უზრუნველყოფას.

ასევე, ჩვენ გთავაზობთ ინოვაციურ გადაწყვეტილებებს, რათა დავეხმაროთ დსმ ადამიანებსა და თემს ძლიერი, ჯანსაღი და სტაბილური მომავლის შესაქმნელად.

 

ფონდში წვლილის შეტანის შესაძლებლობები:

  • დონაცია
  • მიზნობრივი შემოწირულობა-კონკრეტული საჭიროების, საქმიანობის ან ბენეფიციარის დაფინანსება.
  • გადაუდებელი შემთხვევის სწრაფი დონაცია
  • ორგანიზაციის მიერ საკუთარი მომსახურების შემოთავაზება სრული ან ნაწილობრივი დაფინანსებით
  • მოხალისეობრივი საქმიანობა

მოცულობა და ჯერადობა შეუზღუდავია. შესალებელია როგორც ერთჯერადად, ასევე პერმანენტულად.

 

შემოწირულობის გასაკეთებლად იხილეთ გვერდი “დონაცია” სადაც მითითებულია საბანკო რეკვიზიტები. უახლოეს პერიოდში გააქტიურდება დონაციის ღილაკი,

დაგვიკავშირდეთ ელ.ფოსტაზე:

gigosfondi@dsageorgia.ge

 

საქმიანობა გამჭვირვალეა. ყველა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება ფინანსური ანგარიში იხილოს  ჩვენს ვებგვერდზე.