გიგოს ფონდი

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (ააიპ)

წესდება

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

  • გიგოს ფონდი“  წარმოადგენს განსაზღვრული მიზნის მისაღწევად დაფუძნებულ ორგანიზაციას, რომელიც არ არის წევრობაზე დაფუძნებული და მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის, კანონმდებლობისა და ამ წესდების შესაბამისად.
  • სუბიექტი წარმოშობილად ითვლება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან
  • საზოგადოების სახელწოდება:  გიგოს ფონდი (შემდგომში ფონდი)
  • ინგლისური ტრანსლიტერაციით: სრულად – Gigo’s Fund
  • შემოკლებული ფორმა – GF
  • სამართლებრივი ფორმა – არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი,ა(ა)იპ
  • იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, ვაკე-საბურთალოს რაიონი, რამაზ ჩხიკვაძის ქ. N 10, ბ. 18ა
  • ფონდის ელექტრონული ფოსტის მისამართი – gigosfondi@dsageorgia.ge
  • ფონდი თავისი ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) მდგომარეობისაგან დამოუკიდებელია. ფონდის პასუხისმგებლობა შემოიფარგლება მისი ქონებით. ფონდის ვალდებულებებისათვის მისი ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი (პირები) პასუხს არ აგებენ. ასევე არ აგებს პასუხს ფონდი თავისი ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) ვალდებულებებისათვის;
  • ფონდი, თავისი მიზნებიდან გამომდინარე, მოქმედებს მთელ საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
  • ფონდი უფლებამოსილია ჰქონდეს დამოუკიდებელი ბალანსი, ორგანიზაციის ბეჭედი საკუთარი სახელწოდებით და სიმბოლიკით, საკუთარი დროშა და ლოგო, საანგარიშსწორებო  და სხვა სახის ანგარიშები (მათ შორის სავალუტო) საბანკო დაწესებულებებში როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
  • ფონდი უფლებამოსილია დადოს გარიგებები თავისი საქმიანობის განსახორციელებლად, ჰქონდეს საერთაშორისო კონტაქტები სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, დადოს შესაბამისი შეთანხმებები, ხელშეკრულებები, კონტრაქტები, მონაწილეობა მიიღოს იმ ღონისძიებების განხორციელებაში, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას და სახელმწიფოს საერთაშორისო ვალდებულებებს.
  • ფონდი იქმნება განუსაზღვრელი ვადით.

 

მუხლი 2. ფონდის მიზნები

2.1 ფონდის მიზანია სხვადასხვა სექტორისა და სფეროების იურიდიული თუ ფიზიკური პირების მონაწილეობით საქართველოში მცხოვრები დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებისათვის რესურსების მობილიზაცია და პრიორიტეტულ, სოციალურ და ჯანმრთელობის საჭიროებებზე გაცემა მათი ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად.

 

 

მუხლი 3. ფონდის საქმიანობები

3.1 ზემოთ ჩამოთვლილი მიზნების მისაღწევად ფონდის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

  • დაუნის სინდრომის მქონე პირთა ინკლუზია – ბავშვებისა და ზრდასრულების განვითარების, სოციალიზაციისა და ინტეგრაციისთვის საჭირო ღონისძიებების უზრუნველყოფა/დაფინანსება;
  • დაუნის სინდრომის მქონე პირთა ჯანმრთელობის ხელშეწყობა – სამედიცინო მომსახურებების  თანადაფინანსება/დაფინანსება,  რომელიც  არ იფარება ან სრულად არ იფარება  კერძო დაზღვევით   ან/და სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამებით.
  • დაუნის სინდრომის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა – საჭირო ღონისძიებების გატარება პროფესიული უნარ-ჩვევების შეძენასა და დასაქმებაში მხარდასაჭერად;

3.2  ფონდის საქმიანობის ძირითადი პრინციპია საზოგადოების რეგულარული ინფორმირება გამჭვირვალე ადმი­ნის­ტრაციული და ფინანსური ანგარიშგების სისტემით – ფონდის მიერ შეგროვებული თანხის მოცულობაზე, ბენე­ფიციართა განსაზღვრის მიზნით მიღებულ გადაწყვეტილებებსა და გა­ცე­მულ დახმარებებზე. ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის;

3.3 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი უფლებამოსილია ეწეოდეს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას, რომლიდან მიღებული მოგებაც უნდა მოხმარდეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიზნების რეალიზებას. ასეთი საქმიანობის შედეგად  მიღებული მოგების განაწილება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დამფუძნებლებს, წევრებს, შემომწირველებს, აგრეთვე ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირებს შორის დაუშვებელია;

  • არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება შესაძლებელია, თუ გასხვისება ემსახურება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობას, მის ორგანიზაციულ განვითარებას, ხელს უწყობს მისი მიზნების განხორციელებას ან ემსახურება საქველმოქმედო მიზნებს.

 

მუხლი 4. ფონდის უფლება-მოვალეობები

4.1.ფონდს უფლება აქვს ამ წესდებით გათვალისწინებული ნორმებისა და საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, კანონით დადგენილი წესით აწარმოოს საქველმოქმედო საქმიანობა.

4.2.დამოუკიდებლად შეიმუშაოს და დაამტკიცოს თავისი საქმიანობის გეგმები და პროგრამები, განსაზღვროს განვითარების პერსპექტივები.

4.3. დააფინანსოს ფონდის საქმიანობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

4.4. გაავრცელოს ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ.

4.5. აწარმოოს საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობები კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის ფარგლებში.

4.6.ჰქონდეს ფულადი სახსრები, რომელიც აუცილებელია ფონდის საქმიანობის მატერიალური უზრუნველყოფისათვის და მისი საწესდებო ამოცანების შესრულებისათვის.

4.7.გააფორმოს ნებისმიერი გარიგება, ხელშეკრულება, შეთანხმება ქართულ თუ უცხოურ ორგანიზაციებთან, რაც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

4.8.აწარმოოს აღრიცხვა და ანგარიშსწორება თანახმად მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესებისა.

4.9. ყოველწლიურად მოამზადოს ანგარიში თანხების განკარგვის შესახებ.

4.10. შეასრულოს სხვა ვალდებულებები, რაც დადგენილია ფონდის წესდებითა და მოქმედი კანონმდებლობით.

 

მუხლი 5. ფონდის დამფუძნებლები

5.1  ფონდის დამფუძნებელია:

ა(ა)იპ საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია ს/კ.:  405185400

რეგისტრაციის თარიღი: 16 იანვარი 2017 წ.

მისამართი: საქართველო, თბილისი, ვაკე-საბურთალოს რაიონი, რ. ჩხიკვაძის ქ. N 10, ბ. 18ა;

წარმომადგენელი: გამგეობის თავმჯდომარე ლია ტაბატაძე; პ/ნ  01011031777; მისამართი: მოსკოვის გამზირი 24ა;

დაბადების თარიღი: 01.07.1982 წ.

 

მუხლი 6. ფონდის მართვა

6.1 ფონდის უმაღლეს მმართველობით ორგანოს წარმოადგენს  სამეთვალყურეო საბჭო (მუდმივმოქმედი ორგანო დაფუძნებული უცვლელი წევრებით), რომელშიც შედიან ა(ა)იპ საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის ს/კ.:  405185400 დამფუძნებელი წევრები:

 

ლია ტაბატაძე (პ/ნ) 01011031777

  სოფიო მირზიაშვილი (პ/ნ) 01024035485

ნათია ქუტიძე (პ/ნ ) 01024018533

მირანდა ძიძიგური (პ/ნ ) 01030006548

ინგა სარჯველაძე (პ/ნ) 01026000525

  რუსუდან მღებრიშვილი (პ/ნ ) 01005011771

შუქია ჭინჭარაული (პ/ნ ) 01002006408

ა(ა)იპ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებისა და პროფესიონალების კავშირი

ჩვენი ბავშვების ( ს/ნ 205146108)  წარმოდგენილი  ნინო ცინცაძის სახით

გიორგი შიუკაშვილი (პ/ნ ) 01024089169

 

6.2  სამეთვალყურეო საბჭოს უფლება აქვს გადაწყვიტოს ყველა ის საკითხი, რომელიც არ შედის დირექტორის კომპეტენციაში;

6.3 სამეთვალყურეო საბჭოს კრება (შემდგომში კრება) იმართება სულ მცირე ექვს თვეში  ერთხელ.

სამეთვალყურეო საბჭოს  კომპეტენციაა:

  • ფონდის წესდებაში ცვლილების შეტანა;
  • ფონდის დებულებისა და სიმბოლიკის დამტკიცება;
  • ფონდის სტრატეგიის, ძირითადი მიმართულებებისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცება;
  • ფონდის დირექტორის არჩევა/დამტკიცება და განთავისუფლება;
  • ფონდის დირექტორის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტა;
  • ფონდის ბიუჯეტის დამტკიცება;
  • ფონდის სახსრების მოძიებისა და განკარგვის წესის დადგენა;
  • ფონდის ფინანსების განკარგვა;
  • რესურსების მოსაპოვებლად ღონისძიებების დაგეგმვა;
  • საქველმოქმედო საქმიანობის კონკრეტული მიზნობრიობის, წარსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალისა და წარდგენის წესის დადგენა, ასევე საქმიანობის პრიორიტეტის განსაზღვრა გადაწყვეტილების მიღებისას;
  • მიღებული შემოსავლებიდან პროცენტის დადგენა ფონდის ადმინისტრაციული ხარჯების დასაფარად;
  • ფონდის მიერ უძრავი ქონების შეძენისა და გასხვისების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება, ქონების განკარგვის წესის დადგენა;
  • წლიური შედეგებისა და საფინანსო საქმიანობის ამსახველი ანგარიშის დამტკიცება;
  • და სხვა ქმედებების განხორციელება, რაც არ შედის ფონდის დირექტორის ფუნქციებში.

6.4  სამეთვალყურეო საბჭოს კრებას იწვევს დირექტორი, დღის წესრიგის მითითებით, რომლის შესახებაც წევრებს ეცნობებათ კრების ჩატარებამდე 1 (ერთი) კვირით ადრე, წერილობით ან ელექტრონული შეტყობინების საშუალებით;

6.5 სამეთვალყურეო საბჭოს კრება გადაწყვეტილებისუნარიანია, თუ მას ესწრება წევრების ორი მესამედი მაინც, ხოლო გადაწყვეტილება მიიღება სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა საერთო ოდენობის  ნახევარზე მეტის  თანხმობის შემთხვევაში (სამეთვალყურეო საბჭოს  კრება შედგება ცხრა წევრისგან, კრებას უნდა ესწრებოდეს მინიმუმ ექვსი წევრი და გადაწყვეტილების მიღებას სჭირდება მინიმუმ ხუთი წევრის ხმა);

6.6 სამეთვალყურეო საბჭოს კრების ჩატარებისა და მიღებული გადაწყვეტილებების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს ყველა დამსწრე პირი;

 

მუხლი 7. ფონდის ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა

7.1 ფონდის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება აქვს დირექტორს. სამეთვალყურეო საბჭოს კრების გადაწყვეტილებით საზოგადოების ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ენიჭება

რუსუდან მღებრიშვილს/: 01005011771; მისამართი: საირმის . N 6;  დაბადების არიღი: 08.11.1980.

7.2 ფონდს მართავს დირექტორი, რომელიც ინიშნება 3 წლის ვადით;

7.3 დირექტორის თანამდებობაზე არჩევა და  გათავისუფლება შეუძლია მხოლოდ სამეთვალყურეო საბჭოს  კრებას;

7.4  ფონდის დირექტორი:

  • უზრუნველყოფს სამეთვალყურეო საბჭოს კრების გადაწყვეტილებების აღსრულებას;
  • წარმართავს ფონდის საქმიანობას საწესდებო მიზნების მისაღწევად.
  • ხელს აწერს ფონდის დოკუმენტაციას, როგორც ფონდის უფლებამოსილი წარმომადგენელი.
  • კანონმდებლობის შესაბამისად გამოსცემს ბრძანებებს.
  • მოქმედებს ფონდის სახელით და წარმოადგენს მას მესამე პირებთან ურთიერთობაში;
  • ამზადებს წლიურ და სხვა ანგარიშებს შესრულებული სამუშაოსა და ფონდის მთელი საქმიანობის შესახებ და წარუდგენს სამეთვალყურეო საბჭოს.
  • ზედამხედველობს ფონდის ფინანსური სახსრებისა და სხვა მატერიალური ქონების მართვას. საბჭოს მიერ დადგენილი წესით განკარგავს ფონდის ფულად სახსრებსა და მატერიალურ რესურსებს და პასუხისმგებელია მათ სწორ გამოყენებაზე;
  • ნიშნავს და ათავისუფლებს ფონდის მიზნების მისაღწევად დაქირავებულ თანამშრომლებს, მოხალისეებს და სტაჟიორებს, ანაწილებს ფუნქციებს მათ შორის;
  • ასრულებს ამ წესდებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვა­ლის­წინებულ სხვა უფლებამოსილებებს;

 

 

მუხლი 8. ფონდის ლიკვიდაცია/რეორგანიზაცია

8.1 ფონდის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

8.2  ფონდის რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამეთვალყურეო საბჭოს კრება.

8.3  ლიკვიდაციის დროს უნდა დასრულდეს მიმდინარე საქმეები, დადგინდეს მოთხოვნები, დარჩენილი  ქონება გამოიხატოს ფულში, დაკმაყოფილდნენ კრედიტორები და დარჩენილი ქონება გაუნაწილდეს უფლებამოსილ პირებს.

8.4  გადაწყვეტილება საზოგადოების ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ უნდა დარეგისტრირდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში. ლიკვიდაციის პროცესი დაწყებულად ითვლება მისი რეგისტრაციის მომენტიდან.

8.5  ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების მიღებაზე უფლებამოსილ პირებს განსაზღვრავენ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სამეთვალყურეო საბჭო. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ლიკვიდაციისას ქონების გასხვისება შესაძლებელია, თუ:

ა) გასხვისება ხელს უწყობს  მის მიერ დასახული მიზნების განხორციელებას;

ბ) ემსახურება  საქველმოქმედო მიზნებს;

გ) ქონება გადაეცემა სხვა მსგავსი მიზნების მქონე არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს.

8.6  აკრძალულია ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების განაწილება ფონდის დამფუძნებლებს, წევრებს, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირებს შორის.

8.7  თუ ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა  არ განსაზღვრეს ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების მიღებაზე უფლებამოსილი პირი, სასამართლო ფონდის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილ ქონებას გადასცემს შესაბამისად ერთ ან რამდენიმე არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, რომლებსაც აქვთ იგივე ან მსგავსი მიზნები, როგორიც ლიკვიდირებულ ფონდს. თუ ასეთი ორგანიზაციები არ არსებობს ან შეუძლებელია ასეთი ორგანიზაციების გამოვლენა, მაშინ შეიძლება მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება ამ ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ. სასამართლომ ქონება შეიძლება გაანაწილოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების რეგისტრაციიდან  6 თვის შემდეგ.

8.8  ლიკვიდაციას ახორციელებს ხელმძღვანელობის უფლებამოსილების მქონე პირი  ან კანონით დადგენილი წესით დანიშნული ლიკვიდატორი. ლიკვიდატორი პასუხს აგებს, როგორც ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი.

 

მუხლი 9. დასკვნითი დებულებები

9.1   წინამდებარე  წესდება  ძალაში შედის მისი ხელმოწერისა და რეგისტრაციის მომენტიდან.

9.2   თუ ამ წესდების  რომელიმე დებულება ბათილად იქნა ცნობილი, ეს გავლენას არ მოახდენს წესდების სხვა დებულებების ნამდვილობაზე.

9.3   ამ წესდებასა და საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას შორის არსებული შეუსაბამობის შემთხვევაში მოქმედებს კანონი.