ადვოკატირება

თანასწორობა ქვეყნის ღირსებაა და არა ერთეული პირების პრივილეგია

 

GDSA ადვოკატირების ცენტრი  

GDSA ჩართულია ქვეყანაში საჯარო პოლიტიკის გაუმჯობესების პროცესში, ასოციაციის ხედვისა და მიზნების მისაღწევად. ამისთვის, GDSA ადვოკატირების ცენტრი, როგორც ქვეყანაში დაუნის სინდრომის მქონე პირების უფლებათა დაცვის ლიდერი ორგანიზაცია, ადვოკატირებას უწევს ყველა საკითხს, რომელიც დადებითად აისახება ქვეყანაში დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების ცხოვრებაში.

ადვოკატირება – ეს არის დაინტერესებულ პირთა მიერ გადადგმული ნაბიჯები, მხარდაჭერის გამოსახატავად.

როგორ – ცენტრი ქვეყანაში დაუნის სინდრომის მქონე (დსმ) ადამიანების ცხოვრების გასაუმჯობესებლად:

  • მონაწილეობას იღებს აღმასრულებელ ხელისუფლებასთან და პარლამენტში არსებულ კომიტეტებთან, კანონებისა და სამთავრობო სამოქმედო გეგმების შემუშავება/გაუმჯობესების პროცესში;
  • ასწავლის და აძლიერებს დსმ პირებს, თვითადვოკატირების გასაწევად;
  • აძლიერებს დსმ ოჯახის წევრებს ორგნიზაციების, ადგილობრივი თვითმმართველობებისა თუ სახელმწიფოს  დონეზე ადვოკატირების გასაწევად;
  • მუშაობს სამთავრობო, საერთაშორისო, კომერციულ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან დსმ პირებთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხების ადვოკატირებაზე: მიტოვების პრევენცია, მინდობით აღზრდა, განთლება, დასაქმების ხელშეწყობა, დამოუკიდებელი ცხოვრების უზრუნველყოფა და სხვა.

 

GDSA ადვოკატირების ცენტრი გთავაზობთ შემდეგ გზებს:

 

  • თვითადვოკატირება

 

თუ თქვენ ხართ დს თემის წარმომადგენელი და გსურთ დაკავდეთ თვითადვოკატირებით, შეავსეთ განაცხადი და დარეგისტრირდით ბაზაში, რათა ტრენინგებისა და თვითადვოკატირების მხარდამჭერი ღონისძიებების დაგეგმვისას თქვენი სურვილი გავითვალისწინოთ.

 

  • მოძებნე მხარდამჭერი

 

თუ თქვენ გჭირდებათ მხარდაჭერა სხვადასხვა საკითხში, შეავსეთ განაცხადი და დარეგისტრირდით ბაზაში, ტერიტორიული ერთეულისა და მოთხოვნის მითითებით, რათა მხარდამჭერმა შეძლოს თქვენი  საჭიროების იდენტიფიცირება.

 

  • გასწიე ადვოკატირება

 

თუ თქვენ ხართ პროფესიონალი (იურისტი, სოციალური მუშაკი, ჯანდაცვის ან მუნიციპალური საკითხების წარმომადგენელი, სხვა), გაქვთ სურვილი და შესაძლებლობა ადვოკატირება გაუწიოთ  დს თემის წარმომადგენელს საზოგადოებრივ საწყისებზე, შეგიძლიათ შეავსოთ განაცხადი და დარეგისტრირდეთ ჩვენს ბაზაში ტერიტორიული ერთეულისა და თქვენი პროფესიის მითითებით, რათა საჭიროების შემთხვევაში ბენეფიციარმა შეძლოს  თქვენთან დაკავშირება.   

 

  • შესთავაზე მხარდაჭერა

 

დსმ ოჯახის წევრებს ან სხვა მოხალისეებს, ვისაც სურვილი აქვს მონაწილეობა მიიღოს დსმ თემის მხარდაჭერაში, შეგიძლიათ შეავსოთ განაცხადი და დარეგისტრირდეთ ჩვენს ბაზაში ტერიტორიული ერთეულისა და მხარდაჭერის შესაძლო სფეროში, რათა საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი იყოს თქვენთან დაკავშირება.   მაგ.: აქტიური მშობელი, რომელიც სკოლის საბჭოს წევრია და იცის, როგორ დაიცვას სკოლაში დსმ მოსწავლის უფლებები, შეუძლია სხვა მშობელიც დააკვალიანოს და აღმოუჩინოს მხარდაჭერა ამ გზით.

 

შეიტანე შენი წვლილი დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებისთვის ღირსეული გარემოს  შექმნაში. შეავსე განაცხადი

 

გთხოვთ, ჩამოტვირთოთ  განაცხადის ფორმა, შეავსოთ და გადმოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე – info@dsageorgia.ge

კონფერენცია 21 მარტი

ასოციაციის ერთ-ერთი პრიორიტეტია ხელისუფლებასთან ხანგრძლივი ურთიერთობის ჩამოყალიბება, რათა მუდმივად გაიზარდოს ცნობიერების ამაღლება, განათლება და ადვოკატირება სახალხო პოლიტიკის გადაწყვეტილებებისთვის, რომლითაც სარგებლობენ დსმ პირები.

2016 წლიდან ტრადიციად იქცა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, 21 მარტის კამპანიის ფარგლებში  დსმ თემის უფლების ადვოკატირების მიზნით, კონფერენციის ჩატარება.

 

2016 წლის კონფერენცია

2017 წლის კონფერენცია

2018 წლის კონფერენცია

 

განაცხადი