საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციამ 2019 წლის იანვარში, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით სამი მეთოდოლოგიური წიგნი გამოსცა:


მსხვილი მოტორული უნარ-ჩვევები დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებში

 

გზამკვლევი მშობლების და პროფესიონალებისთვის.

ავტორი: პატრისია ვანდერსი ,ლინდა  სერნიკის სახ. დაუნის სინდრომის ინტიტუტთან არსებული სამედიცინო ცენტრის  დირექტორი თერაპიული განხრით, უფროსი  ფიზიკური თერაპევტი, დაუნის სინდომის ნაციონალური კონგრესის პროფესიონალ კონსულტანტთა წევრი და კონგრესისი მუდმივი მონაწილე. ამავდროულად არის დაუნის სინდომის სამედიცინო საკითხებზე მომუშავე   ჯგუფის წევრი.

მისმა მეთოდოლოგიამ ძალიან მნიშვნელოვანი ცოდნა შემატა  სპეციალისტებს და მშობლებს.   ამ მეთოდით ხელმძღვანელობენ აშშ-ში,  პუერტო რიკოში, მექსიკაში, საუდის არაბეთში და კიდევ ბევრ სხვა ქვეყანაში.

პატრისია ვანდერსს მიღებული აქვს დაუნის სინდრომის გლობალური ფონდის  არაერთი  ჯილდო, არის   დაუნის სინდრომის ნაციონალური კონგრესის პრემიის ლაურეატი  მისი ფასდაუდებელი წვლილისთვის და მიღწევებისათვის თერაპიული დახმარების სფეროში.

ამ წიგნში აღწერილია ის, თუ როგორ შეიძლება დავეხმაროთ ბავშვს ძირითადი მსხვილი მოტორული უნარ-ჩვევების ათვისებაში ისე, რომ მისთვის ეს საინტერესო და შედეგიანი იყოს და მოიცავს  დაბადებიდან 6 წლამდე განვითარების თითოეულ საფეხურს. 

წინგის ელექტრონული ვერსიის გადმოსაწერათ დააჭირეთ ბმულს.

 

მეორე რედაქცია 2019, საქართველო ს დაუნის სინდრომის ასოციაცია

ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია.

პირველი რედაქცია:

2013, „კავშირი ჩვენი ბავშვები“

ილიას სახელმწიფო უნივ ერსიტეტის გამომცემლობა.


როგორ ვასწავლოთ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს კითხვა

 

სახელმძღვანელო მშობლებისა და მასწავლებლებისთვის

ავტორი: პატრისია ლოგან ოლვეინი, პედაგოგი , 1972  წლიდან მუშაობს ბავშვთა განვითარების ცენტრსა  და ვაშინგტონის უნივერსიტეტში  დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა პროგრამებზე. ის  გახლდათ როგორც პედაგოგი ასევე  მიმდინარე პროგრამების კოორდიანტორი. მისი მრავალწლიანი გამოცდილება  დეტალურადაა ასახული აღნიშნულ სახელმძღვანელოში. პატრისია ლოგან ოლვეინის ორგანიზებით გახორციელდა სპეციალისტების გადამზადება დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების სწავლების კუთხით,  როგორც მთელს აშშ-ში ასევე  14 სხვა ქვეყანაში.

ამ წიგნში ძირითადი ყურადღება დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის კითხვის სწავლებას ეთმობა სადაც მოცემულია საფუძვლები და ძირითადი ინფორმაცია , რომელიც მკითხველს დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების სწავლების პროცესში დაეხმარება.

წინგის ელექტრონული ვერსიის გადმოსაწერათ დააჭირეთ ბმულს.

 

 

 

მეორე რედაქცია 2019, საქართველო ს დაუნის სინდრომის ასოციაცია

ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია.

პირველი რედაქცია:

2013, „კავშირი ჩვენი ბავშვები“

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა.


დაუნის სინდრომის მქონე ბავშვისა და მოზარდის მზადება გარდატეხის ასაკისა და ჯანსაღი ზრდასრული ცხოვრებისთვის

 

სახელმძღვანელო მშობლებისა და პროფესიონალებისთვის 

ავტორი: ტერი ქოუვენჰოვენი.

სახელმძღვანელო შემუშავებულია ამერიკის სექსუალური განათლების პედაგოგთა, კონსულტანტთა და თერაპევტთა ასოციაციის  წევრის, მშობლის, ქალბატონი ტერი ქოუვენჰოვენის მიერ.

ავტორი წიგნში განმარტავს, როგორ უნდა ვასწავლოთ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვსა და მოზარდს საკუთარი სხეულისა და მისი საზღვრების აღქმა. საუბარია სექსუალობაზე და მისი მართვის მეთოდებზე. წიგნი თარგმნილია და გამოცემულია რამოდენიმე ენაზე.

წიგნი წარმატებითაა დანერგილი პრაქტიკაში, რომელსაც აქტიურად იყენებენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, ფსიქოლოგები, მშობლები და დაინტერესებული პირები.

წიგნი შემუშავდა 2018 წელს, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ხოლო გამოიცა 2019 წელს საქართელოს დაუნის სინდრომის ასოციაციის მიერ.

 

წინგის ელექტრონული ვერსიის გადმოსაწერათ დააჭირეთ ბმულს.


 

წიგნების შეძენა  შესაძლებელია სოციალურ საწარმო „ბაბალეში“, მისამართზე: ალ.ყაზბეგის გამზირი, 30ა.