გაწევრიანდი!

 

შეიტანე შენი წვლილი დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებისთვის ღირსეული გარემოს  შექმნაში!

საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციაში გაწევრიანება შეუძლია ფიზიკურ  პირს: დს მქონე ადამიანს, მშობელს, ოჯახის წევრს, მეგობარს, პროფესიონალს და სხვა მსურველს, ვინც დაინტერესებულია დაუნის სინდრომის მქონე პირების მომავლით, მათთან ჯანსაღი თანაცხოვრებით, სურს მონაწილეობა მიიღოს და თავისი წვლილი შეიტანოს ასოციაციის საქმიანობაში.

 

საწევროს გადასახადი სიმბოლურ ხასიათს ატარებს. მინიმალური წლიური  საწევრო გადასახადია 12 ლარი, თვიური შენატანი 1 ლარი.

 

გთხოვთ, გაეცნოთ დეტალურ ინფორმაციას ასოციაციის წევრობაზე და მათ უფლება-მოვალეობებზე

ამონარიდი წესდებიდან

მუხლი 6. ასოციაციის წევრები

6.1. ასოციაცის ჰყავს წევრი ფიზიკური პირები:

  • სრულუფლებიანი წევრი.
  • ასოცირებული წევრი.
  • საპატიო წევრი.

6.1.1. სრულუფლებიანი წევრი შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური  პირი, რომელიც იზიარებს ასოციაციის მიზნებსა და ამოცანებს, მონაწილეობს ასოციაციის საქმიანობაში, იცავს გათვალისწინებულ პრინციპებს, სარგებლობს ხმის უფლებით და იხდის საწევროს.

6.1.2. ასოცირებული წევრიშეიძლება იყოს ყველა დაინტერესებული პირი,  არ სარგებლობს ხმის უფლებით, მაგრამ შეიძლება გახდეს სრულუფლებიანი წევრი გამგეობის გადაწყვეტილებით.

6.1.3. საპატიო წევრიპირი, რომელსაც საერთო კრება გამორჩეული ღვაწლის გამო მიანიჭებს ამ უფლებას.

6.2. ასოციაციის  წევრად მიღება ხდება გამგეობის მიერ, მსურველის წერილობითი განცხადების საფუძველზე.

6.3. ასოციაციაში პირის მიღება ხდება ჯერ ასოცირებული წევრის სტატუსით. გარკვეული პერიოდის შემდგომ მას შეუძლია წერილობითი განცხადების საფუძველზე მოითხოვოს სრულუფლებიანი წევრობა. ასოციაციის გამგეობა გადაწყვეტილებას იღებს განცხადების შემოსვლიდან 1 თვის ვადაში.

6.4. ასოციაციის  წევრობის მსურველი დადგენილი ფორმის წერილობითი განცხადებით მიმართავს ასოციაციის გამგეობას, რომელიც მიღების საკითხს წყვეტს განცხადების შემოსვლიდან არაუგვიანეს 1 თვისა.

6.5. ასოციაციის საპატიო წევრზე არ ვრცელდება ასოციაციის წევრისათვის ამ წესდებით დადგენილი უფლებამოვალეობანი.

6.6. ასოციაციის წევრის უფლებამოსილების შეჩერება ან/და შეწყვეტა:

6.6.1. ასოციაციიდან წევრის ნებაყოფლობით გასვლა ხდება გამგეობაში წერილობითი განცხადების შეტანიდან 1 თვის განმავლობაში.

6.6.2. იმ შემთხვევაში, თუ წევრის საქმიანობა ეწინააღმდეგება ასოციაციის მიზნებს ან უხეშად არღვევს წესდებით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს:

  • გამგეობის გადაწყვეტილებით შესაძლოა შეუჩერდეს წევრობის უფლებამოსილება მაქსიმუმ 6 თვის ვადით.
  • საერთო კრების გადაწყვეტილებით შესაძლოა გაირიცხოს ასოციაციის წევრობიდან.

 

მუხლი 7. წევრების უფლებამოვალეობები

7.1. ასოციაციის წევრს უფლება აქვს:

  • მონაწილეობა მიიღოს ასოციაციის საქმიანობაში და მასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტაში.
  • აირჩიოს და არჩეულ იქნეს ასოციაციის მმართველობის ორგანოებში.
  • შეიტანოს წინადადებები და რეკომენდაციები საქმიანობასთან დაკავშირებით.
  • მიმართოს ასოციაციას თავისი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად.
  • გავიდეს ასოციაციის შემადგენლობიდან.

7.2. ასოციაციის წევრის მოვალეობანი:

  • დაიცვას ასოციაციის წესდებით გათვალისწინებული პრინციპები.
  • მონაწილეობა მიიღოს ასოციაციის საქმიანობაში.
  • პროპაგანდა გაუწიოს ასოციაციის მიზნებსა და ამოცანებს.
  • პროფესიულ საქმიანობაში ისარგებლოს ასოციაციის მიზნებითა და პროფესიული ეთიკის ნორმებით.
  • სრულუფლებიანი წევრის შემთხვევაში გადაიხადოს წლიური საწევრო გადასახადი.

 

განაცხადი

გთხოვთ, ჩამოტვირთოტ  განაცხადის ფორმა, შეავსოთ და გადმოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე – info@dsageorgia.ge