ჩვენი ხედვაა

დაუნის სინდრომის მქონე ადამიანი ცხოვრობდეს ღირსეულ, თანაბარუფლებიან გარემოში, სადაც მისი შესაძლებლობები აღიარებული და რეალიზებულია.

 

ჩვენი მისიაა

ხელი შევუწყოთ ინკლუზიური გარემოს შექმნას, დაუნის სინდრომის მქონე პირისა და მისი ოჯახის გაძლიერების გზით.

 

ღირებულებები

საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია აღიარებს თანასწორუფლებიანობის პრინციპს, იზიარებს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს, პატივს სცემს პიროვნების ინდივიდუალურობასა და უნიკალურობას.